Saturday, 30 November 2013

პროექტის სახელწოდება:     "სამართალი გუშინ  და დღეს"

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მთიელთა ადათ-წესების ამსახველი ლიტერატურული ნაწარმოებების პარალელურად გავიცნოთ ძველ საქართველოში მოქმედი კანონები, კანონთა კრებულები ისტორიოგრაფიაში, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადამინთა გასამართლებისას, ხალხური ტრადიციები.

პროექტის აქტუალობა: ინტერესი აღუძრათ თანატოლებს  ლიტერატურულ ნაწარმოებებში აღნიშნული მთის სამართლისა და ზოგადად კანონის ფარგლებში მიმდინარე ადამიანური სასჯელის შესახებ.

პროექტის მიზნები: შეაგროვონ და დაამუშაონ ინფორმაცია ქართული ადათ-წესების შესახებ, წაიკითხონ ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებშიც მთიელთა ტრადიციული ყოფა.შეაგროვონ და დაამუშავონ ინფორმაცია ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული კანონთა კრებულების შესახებ. გააკეთონ ანალიზი.

მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასი

ვადები/ ხანგრძლივობა: პროექტზე მუშაობისათვის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად თანხმდებიან ორკვირიან ვადაზე.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: წინასწარი კვლევის შედეგად გამოიკვეთა რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს.  ინფორმაციის წყაროზე ( ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები,მეფეთა მიერ დაწერილი კანონები ხალხური ტრადიციები) დაყრდნობით შექმნიან ბროშურას და მოკვლეულ მასალას ჩამოაყალიბებენ თემის სახით პრეზენტაციისათვის.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ბიბლიოთეკა (მხატვრული და ისტორიული ლიტერატურა), ინტერნეტი, მხატვრული ფილმები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავენ პრიორიტეტებს,შეარჩევენ სტილს მუშაობისათვის, სამუშაოს შესასრულებლად დროში გაწერილ გეგმას.
შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფები, განისაზღვრება ვინ მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორცილებაში, ვისთვის კეთდება პროექტი. ვინ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ საქმიანობაზე.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, სამოქალაქო სამართალი.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე დოლიძე (ქართული ენა და ლიტერატურა)

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekaterinedolidze1@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი:


No comments:

Post a Comment