Thursday 30 June 2016

მესამე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ ინტელის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს პროექტზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაციას. პროექტებით სწავლებას, რომელიც საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს მოსწავლეებისათვის, უზრუნველყოფს მათ ჩართულობას.
პირველ დღეს გავეცანით სასწავლო პროგრამის შინაარსს, მოდულებით გათვალისწინებულ დავალებებს. ინფორმაციული უზრუნველყოფა გათვალისწინებულია მოდულის ყველა დღით. ტრენერი საინტერესოდ უძღვება სწავლებას, დაწვრილებით განვიხილავთ თითოეული მოთხოვნის შინაარსს. დავიწყეთ მუშაობა პროექტზე. გავეცანით პროექტის შაბლონს, რესურსებს პროექტის განხორციელებისათვის. შევქმენით საქაღალდე. განვიხილეთ მიზნისა და შედეგის ურთიერთმიმართება პროექტის განხორციელებისას, ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების ხასიათზე, მათ შინაარსსა და დანიშნულებაზე.