Monday 18 July 2016

კურსის რეფლექსია

ინტელის პროექტი-აზროვნების თავისუფლება

მოვისმინე ინტელის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-მოდული პროექტებით სწავლება.შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექრი. გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, პორტფოლიოს ჩეკლისტებს, პორტფოლიოს კომპონენტებს, მეთოდებსა და ღონისძიებებს, რათა ეფექტურად ვასწავლო და სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად  ჩავრთო.
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სტანდარტერბის გათვალისწინება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას, ვებორი ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტზე მუშაობის პროცესში, რომელიც კომუნიკაციას, ურთიერთთანამშრომლობას უფრო ხელმისაწვდომსა და პროდუქტიულს ხდის. აგრათვე, ვისწავლე მოსწავლეებზე დაკვირვების ეფექტური ხერხები, როგორ განვავითარო მოსწავლეებში ანალიზის უნარი კოლაბორაციული ინსტრუმენტების გამოყენებით, შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საგანმანათლებლო მიზნების უკეთ დასახვაში დამეხმარება. ტრენინგ-კურსი საინტერესოდ წარმართა ტრენერმა.

Tuesday 12 July 2016

მეექვსე დღის რეფელექსია



შევისწავლეთ ბლოგის სტრუქტურა, ბმულების შექმნა,ბლოგის რედაქტირება პრეზენტაციებისა და იუთუბიდან ვიდეოების ჩაშენება. შევისწავლეთ,აგრეთვე, მოსწავლეთა ნამუშევრების  შექმნა, გავეცანით მასალას, მაგალითებს. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, ინფორმაციულად დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. მივიღეთ დავალება მომდევნო სამუშაო დღისათვის.