ინტელის პროექტი-აზროვნების თავისუფლება
მოვისმინე ინტელის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-მოდული პროექტებით სწავლება.შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექრი. გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, პორტფოლიოს ჩეკლისტებს, პორტფოლიოს კომპონენტებს, მეთოდებსა და ღონისძიებებს, რათა ეფექტურად ვასწავლო და სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო.
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სტანდარტერბის გათვალისწინება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას, ვებორი ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტზე მუშაობის პროცესში, რომელიც კომუნიკაციას, ურთიერთთანამშრომლობას უფრო ხელმისაწვდომსა და პროდუქტიულს ხდის. აგრათვე, ვისწავლე მოსწავლეებზე დაკვირვების ეფექტური ხერხები, როგორ განვავითარო მოსწავლეებში ანალიზის უნარი კოლაბორაციული ინსტრუმენტების გამოყენებით, შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საგანმანათლებლო მიზნების უკეთ დასახვაში დამეხმარება. ტრენინგ-კურსი საინტერესოდ წარმართა ტრენერმა.
წარმოგიდგენთ ჩემ პედაგოგიურ პორტფოლიოს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას საქმიანობის შესახებ.
Monday, 18 July 2016
Tuesday, 12 July 2016
მეექვსე დღის რეფელექსია
შევისწავლეთ ბლოგის სტრუქტურა, ბმულების შექმნა,ბლოგის რედაქტირება პრეზენტაციებისა და იუთუბიდან ვიდეოების ჩაშენება. შევისწავლეთ,აგრეთვე, მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნა, გავეცანით მასალას, მაგალითებს. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, ინფორმაციულად დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. მივიღეთ დავალება მომდევნო სამუშაო დღისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)